ჩვენს შესახებ
THE LOGISTICS EXPO 2026
ღონისძიების შესახებ:
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა რეგიონში იქცევა წამყვან პლატფორმად, რომელიც გააერთიანებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის კომპანიებს, ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ღონისძიება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია და სერვისები, ხოლო გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნება ლოგისტიკის სექტორის უახლეს ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებს.
მიზანი:
ღონისძიების მიზანია საქართველოს წარმოჩენა, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და საერთაშორისო მიწოდების ქსელებში მისი პოზიციის გაძლიერებას.


